ევროდეპუტატების რეზოლუციის პროექტი უსამართლოა - იონათამიშვილი
"ქართული ოცნების" წევრი რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, როვ ევროდეპუტატების ახალი რეზოლუციის პროექტი, რომელიც მიზნად ივანიშვილის დასანქცირებას ითვალისწინებს, უსამართლოა. მისი თქმით, ამის შესახებ ქართულმა საზოგადოებამაც კარგად იცის.
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სამართლიანობაზე დაფუძნებული მიდგომები და ის, რომ ასეთი შინაარსის დოკუმენტები სამართლიანობას არ ემხრობა და სამართლიანობას არ ითვალისწინებს, ძალიან კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ. შესაბამისად, ცხადია, მსგავსი ქმედებებით ვერ მოახდენენ ზეგავლენას საქართელოს ევროინტეგრაციის გზაზე, - ამბობს იონათამიშვილი.