განვიხილავთ როგორ გავაძლიეროთ მხარდაჭერა ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ - სტოლტენბერგმა
NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვას მიმართ ალიანსის პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერების საკითხსაც განიხილავენ.
„მინისტრები განიხილავენ, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერა ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ, ნატოს სამი ღირებული პარტნიორი, რომლებიც რუსეთის საფრთხის წინაშე დგანან“, - თქვა იენს სტოლტენბერგმა.
ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ხვალ, 14 თებერვალს გაიმართება.