საფრანგეთის პრეზიდენტმა ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა

13.02.23 17:48
საფრანგეთის პრეზიდენტმა ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა - ინფორმაციას საფრანგეთის საელჩო ავრცელებს. 

დღეს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ქალბატონი შერაზ გასრი, შეხვდა საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას, რათა მისთვის ეცნობებინა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ბ-ნმა მაკრონმა იგი ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა. ეს ჯილდო ქ-ნ ლომჯარიას გადაეცემა მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც მან ქართული დემოკრატიის ამ ერთ-ერთი საყრდენი ინსტიტუტიციის სათავეში შეასრულა. გულწრფელად ვულოცავთ მას"- წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის,  ნინო ლომჯარიას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა  ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური გლობალური ჯილდო გადასცა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები