ბევრს ამბობს საქართველოს მთავრობაზე - კრამონი რუსი უფლებადამცველის ქვეყანაში არშემოშვებაზე

13.02.23 19:04
ბევრს ამბობს საქართველოს მთავრობაზე - კრამონი რუსი უფლებადამცველის ქვეყანაში არშემოშვებაზე

კრემლის მიერ უცხო ქვეყნის აგენტად გამოცხადებული ანა რივინასთვის უარის თქმა, საქართველოს მთავრობის პოზიციებზე მიუთითებს - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა რუსი უფლებადამცველის საქართველოში არშემოშვების ფაქტის შეფასებისას დაწერა. 

მისი თქმით, ბოლო 9 თვის განმავლობაში საქართველოში რუსეთის 1 274 006 მოქალაქე შემოვიდა და უმრავლესობა უკან არ დაბრუნებულა.

ადამიანის უფლებათა დამცველი - ანა რივინა, რომელიც ცოტა ხნის წინ კრემლმა უცხოურ აგენტად გამოაცხადა, ქვეყანაში არ შეუშვეს. ეს ბევრს ამბობს საქართველოს მთავრობაზე" - წერს ვიოლა ფონ კრამონი.

რუსი უფლებადამცველი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს - რუსეთის კრიზისული ცენტრის Насилию.нет დამფუძნებელი ანა რივინა ამბობს, რომ თბილისში, ერევნიდან ჩაფრინდა, საზღვარზე სამი საათი დააყოვნეს, საბოლოოდ კი საქართველოში არ შეუშვეს.

 

მსგავსი სიახლეები