წულუკიანი, თანამედროვე ვარლამ არავიძე? - პრეზიდენტი რეპრესიებზე ალაპარაკდა

13.02.23 20:14
წულუკიანი, თანამედროვე ვარლამ არავიძე? - პრეზიდენტი  რეპრესიებზე ალაპარაკდა

პრეზიდენტის პასუხი კულტურის მინისტრს - თეა წულუკიანის მიერ ნახატების წართმევამ სალომე ზურაბიშვილს ფანტაზია გაუხსნა. კადრები ფილმიდან  "მონანიება" პრეზიდენტის გვერდზე ცოტა ხნის წინ აიტვირთა წარწერით - "უკომენტაროდ". სცენა, სადაც მხატვარ სანდრო ბარათელის სახლიდან ვარლამ არავიძის დავალებით, ნახატები მიაქვთ, ზურაბიშვილმა კულტურის მინისტრის დღევანდელ სპეცოპერაციას შეადარა, როცა  წულუკიანმა პრეზიდენტს  რეზიდენციიდან სვიმონ დადიანის ნამუშევრები წაართვა.

მინისტრმა სახელმწიფოს მეთაურს  მისი საჯარო კრიტიკა არ აპატია. 

ამ კადრებით კი ზურაბიშვილმა თეა წულუკიანი პრაქტიკულად თანამედროვე ვარლამ არავიძედ გამოაცხადა. პოლიტიკური ვენდეტა მინისტრმა  მას  შემდეგ  დაგეგმა, რაც პრეზიდენტმა წულუკიანი ფაქტობრივად საბჭოთა დროინდელი რეპრესიების  ორგანიზატორად გამოაცხადა.

სვიმონ დადიანის ხუთი ნამუშევარი ორბელიანების სასახლეში 3 წლის განმავლობაში ეკიდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ნამუშევრების ორბელიანების სასახლეში განთავსება არა კულტურის სამინისტროს კეთილი ნება, არამედ მხატვარ სვიმონ დადიანის შთამომავლების სურვილი იყო.

ვრცლად ნახეთ, რუსუდან ჯანაბიშვილის რეპორტაჟში

 

მსგავსი სიახლეები