წულუკიანი ოსტატების რეესტრის შექმნას იწყებს

06.05.21 18:08
წულუკიანი ოსტატების რეესტრის შექმნას იწყებს

კულტურის სამინისტრო ოსტატების რეესტრის შექმნას იწყებს. კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, თქმით,  წამოწყების მიზანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სათანადო ხარისხით დაცვაა.

დღეიდან 15 ივნისამდ, საქართველოს კულტურის სამინისტრო მიიღებს შემდეგი პროფესიის ოსტატების განცხადებას:

- ქვითხურო (ქვისმთლელი მწყობელი; ჩუქურთმის მჭრელი; დეკორატორი);
- ხითხურო;  ყოველი სადურგლო სამუშაოს შემსრულებელი.
- კირითხურო (მლესავი; ყორემწყობელი; მძერწავი);
- სახურავთა ოსტატი (კრამიტ-ლორფინის ოსტატები; მეთუნუქე ოსტატები)
- მჭედელ-ზეინკალი;
- მეავეჯე; ხარატი; დეკორატორი.

კანდიდატები წარდგებიან სპეციალური კომისიის წინაშე, რომელიც პროფესიონალი არქიტექტორ-რესტავრატორებითა და დარგის სხვა შესაბამისი სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული. გასაუბრების შედეგად კომისია ან გასცემს რეკომენდაციას კულტურის სამინისტროს სისტემაში დასაქმების შესახებ, ან მიუთითებს დასაქმებამდე კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ. კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს (თეორიულ-პრაქტიკული წვრთნები) უზრუნველჰყოფს კულტურის სამინისტრო.