ექსკლუზივი: შეიარაღებული ბადრაგები სააკაშვილთან პალატაში - რა ჩანს შაბათის ეთერის მიერ მოპოვებულ კადრებში
დაიწყება თუა რა გამოძიება სააკაშვილის პალატის ბადრაგების წინააღმდეგ? "პირველების" მიერ მესამე პრეზიდენტის კადრების გაშიფვრის შედეგად პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო კანონდარღვევებია აღმოჩენილი.
ადვოკატები ამბობენ, რომ საქმე გვაქვს პატიმრობის კოდექსის მინიმუმ ორი მუხლის დარღვევასთან, როცა ბადრაგები სააკაშვილთან პალატაში იარაღებით შედიან. ბადრაგის ერთი თანამშრომელი კი მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობას კამერით იღებს, რაც ასევე კანონდარღვევაა. სააკაშვილის უფლებადამცველები გამოძიების დაწყებას მოითხოვენ
პატიმარი პრეზიდენტის ჯანმრთელობა კი კიდევ უფრო დამძიმდა. სააკაშვილი ახლა 67 კილოგრამს იწონის. ეს კრიტიკული ზღვარია. იმისთვის, რომ ყველამ ნახოს,როგორ გამოიყურება მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის მედია მაუწყებლებს სთავაზობს შევიდნენ მასთან და გადაიღონ პაციენტის მდგომარეობა. კვირის ბოლოს ვივა მედის პალატაში სახალხო დამცველის კონსილიუმი შევა. მიხეილ სააკაშვილმა მათთან შეხვედრა თავად მოითხოვა.