აფეთქება ბათუმში - რას ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში მომხდარ აფეთქების შესახებ განცხადებას ავრცელებს - უწყების ცნობით, სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, ქალაქ ბათუმში, ზღვაში აფეთქებასთან დაკავშირებით.
გომელაურის უწყების ცნობით, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები, მათ შორის , მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ასევე, ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველებიც.
ამ დროისთვის, ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.