რის სანაცვლოდ მიიღო, ოთარ ფარცხალაძემ რუსეთს მოქალაქეობა - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

13.02.23 20:33
რის სანაცვლოდ მიიღო, ოთარ ფარცხალაძემ რუსეთს მოქალაქეობა - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

რა გზით შეინარჩუნა რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძემ საქართველოს მოქალაქეობა. "პირველებისთვის" ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის ყოფილმა მთავარმა პროკურორმა რუსული პასპორტი  2021 წელს მიიღო.  საქართველოში გაფორმებულ დოკუმენტებში კი ფარცხალაძე არსად აფიქსირებს ამ ფაქტს, რაც საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი უნდა გამხდარიყო.  

რა გზა გაიარა ფარცხალაძემ ან გაიარა თუ არა საერთოდ ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად უცნობია. იუსტიციის სამინისტრო, რომელიც ვალდებული იყო ეს საკითხი შეესწავლა ჩვენს კითხვებს არ პასუხობს. 

პროცედურები კი შემდეგია - იუსტიციის სამინისტრო სწავლობს საკითხს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ პრეზიდენტს მიმართავენ თხოვნით საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შესახებ. არც ერთი პროცედურა ოფიციალურად არსად ფიქსირდება. კიდევ ერთი და არანაკლებ მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი. ქვეყნის ყოფილი მთავარი პროკურორი, რომელსაც წვდომა ჰქონდა ყველა საიდუმლო ინფორმაციაზე უკვე ორი წელია ოკუპანტი ქვეყნის სამსახურშია.

ვრცლად ნახეთ, გიორგი ხუხიას სიუჟეტში

 

მსგავსი სიახლეები