მოითხოვს თუ არა ევროპარლამენტი ივანიშვილის დასანქცირებას?- ორი ახალი რეზოლუცია

13.02.23 20:47
მოითხოვს თუ არა ევროპარლამენტი ივანიშვილის დასანქცირებას?- ორი ახალი რეზოლუცია

მოითხოვს თუ არა ევროპარლამენტი ივანიშვილის დასანქცირებას?  რამდენიმე დღეში კენჭისყრაზე დადგება საქართველოს შესახებ  კიდევ ერთი რეზოლუცია.  დარეგისტრირებულია რამდენიმე პროექტი და ყველგან  ვკითხულობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომაროებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, პატიმარი პრეზიდენტი დაუყონებლივ უნდა იყოს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ევროკავშირმა კი მზადყოფნა უნდა გამოთქვას ამ პროცესში  საკუთარი როლი  ითამაშოს.

ერთ-ერთ დოკუმენტში  საუბარია ივანიშვილის წინააღმდეგ  პერსონალური სანქციების დაწესებაზეც, რადგან  ევროპარლამენტარების ნაწილი ფიქრობს,რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ ქართველი ოლიგარქი პოლიტიკურ შურისძიებას ახორციელებს. სააკაშვილის  მძიმე მდგომარეობა ევროპელი დეპუტატებისთვის პრიორიტეტულ   საკითხად იქცა.  თუ უმრავლესობის შეთანხმება მოხდა,  ევროპარლამენტი ჩვენი ქვეყნის შესახებ  ყველაზე მწვავე რეზოლუციას  ოთხშაბათს დაამტკიცებს.

 

მსგავსი სიახლეები