ბათუმში საბჭოთა წარმოების ЯМ ის ტიპის საზღვაო ნაღმი აფეთქდა - ექსპერტი
ზღვაში საბჭოთა წარმოების პატარა საზღვაო ნაღმი აფეთქდა - ამის შესახებ ინფორმაციას სამხედრო ექსპერტი გიგა ინაშვილი ავრცელებს.
"ახლა ვნახე ვიდეო ბათუმში აფეთქებული ნაღმის. ეს არის საბჭოთა წარმოების ЯМ ის ტიპის 1943 წლის ნიმუშის პატარა საზღვაო ნაღმი. 172 კგ იანი. 20 კგ ტროტილის მუხტით. გალვანურკონტაქტური ამფეთქით. ომის დაწყებამდე ამ ნაღმებით დაინაღმა ყირიმიდან ოდესამდე ზოლი, ზოგი მათგანი მოწყდა და ზღვამ რუმინეთისკენ წაიღო, მინიმუმ ეს 1 ცალი ჩვენთანაც გამოურიყავს"- წერს ინაშვილი.