ორწლიანი პაუზის შემდეგ წმინდა სინოდი დღე შეიკრიბება

14.02.23 10:19
ორწლიანი პაუზის შემდეგ წმინდა სინოდი დღე შეიკრიბება

დღეს, 14 თებერვალს სინოდის სხდომა გაიმართება.  საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არ აკონკრეტებს რა საკითხებს განიხილავენ შეხვედრაზე. 

„მასმედიის დიდი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ სამშაბათს, 2023 წლის 14 თებერვალს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლოს სინოდის სხდომა 2021 წლის 11 თებერვალს ჩატარდა. მაშინ ვაქცინაციის, დავით გარეჯისა და ზოგიერთი ზნეობირვი საკითხების შესახებ იმსჯელეს მეუფეებმა. 

მსგავსი სიახლეები