ევროპარლამენტის რეზოლუციები რეალობას სულ უფრო აცდენილია - ღუდუშაური

14.02.23 11:44
ევროპარლამენტის რეზოლუციები რეალობას სულ უფრო აცდენილია - ღუდუშაური

"ქართული ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები რეალობას სულ უფრო აცდენილია, რაც მისდამი ნდობას არყევს. მისი თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებიტ ყველა სპეკულაცია უადგილოა. 

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს რეზოლუციები სულ უფრო და უფრო კარგავს როგორც შინაარსიდან გამომდინარე თავის ავტორიტეტს და ძალას, რაც ძალიან სამწუხაროა, იქიდან გამომდინარე, რომ სულ უფრო და უფრო აცდენილია მისი შინაარსი ფაქტებს და რეალობას. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით და ყოველგვარი სპეკულაციები სააკაშვილთან დაკავშირებით, მგონია, რომ არის უადგილო და შესაბამად, მიმაჩნია, რომ პროცესი არის სამართლებრივ ჭრილში, - თქვა ღუდუშაურმა. 

„ქართული ოცნება" ევროპარალემენტის ვერდიქტის მოლოდინშია. სტრასბურგში  საქართველოს შესახებ  უმწვავესი რეზოლუციის მისაღებად ემზადებიან. კენჭისყრა რამდენიმე საათში იწყება.

უკვე ცნობილია, რომ დეპუტატები კენჭისყრაზე პირდაპირ ოლიგარქ  ბიძინა ივაშვილის დასანქცირებას მოითხოვენ, თუმცა ეს ერთადერთი  მოთხოვნა არ იქნება. ევროპარალემნტში  თვლიან, რომ მიხიელ სააკაშვილი პოლიტიკური შურისძიების მსხვეროლია და აუცილებელია მისი სამკურნალოდ გადაყვანა.

 

მსგავსი სიახლეები