"ოცნების" პროპაგანდისტების როლი სააკაშვილის საქმეში - მოსამართლე გიორგი არევაძის განჩინება ცნობილია

14.02.23 11:41
"ოცნების" პროპაგანდისტების როლი სააკაშვილის საქმეში - მოსამართლე გიორგი არევაძის განჩინება ცნობილია

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტების როლი სააკაშვილის საქმეში - მოსამართლე გიორგი არევაძის  განჩინება ცნობილია.

ირკვევა, რომ სააკაშვილი ციხეში არევაძემ "ქართული ოცნების" პროპაგანდისტების განცხადებების საფუძველზე ჩატოვა.

ადვოკატები ამბობენ, რომ 35 გვერდიან სამოტივაციო ნაწილში არევაძე პირდაპირ წერს, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს არა მესამე პრეზიდენტის სამედიცინო დოკუმენტაციით და ექსპერტების შეფასებებით იხელმძღვანელა, არამედ "ოცნების" მეხოტბე პროპაგნიდტების გავრცელებულ ინფორმაციას დაეყრდნო.

შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ჯერ არ მიეცა შესაძლებლობა ბოლომდე გაცნობოდა განჩინების ტექსტს, თუმცა ის გარემოებები, რომლებიც განჩინებაშია მოყვანილი არის სრულიად აბსურდული და სასამართლო პროცესზეც კი არ გაჟღერებულა. სწორედ ამიტომ დაცვის მხარე  გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ. 

სასამართლომ გადმოგვცა განჩინება, რომლითაც სააკაშვილს უარი ეთქვა სასჯელის გადავადებასა და სასჯელისგან გათავისუფლებაზე. ჯერ მას არ გავცნობივართ, გავეცნობით და საზოგადოებისთვის პოზიციები გახდება საჯარო, რა იმსჯელა მოსამართლემ, რაზე გააკეთა აქცენტები, უარის მოტივი რა იყო და რას ვაპირებთ დაცვის მხარე. ვიცი ის, რომ ამ ადამიანის სიცოცხლე გადასარჩენია და სახელმწიფომ უნდა მიიღოს ისეთი ზომა, როგორიც არის სასჯელის გადავადება ან სასჯელისგან გათავისუფლება, რათა გადარჩეს" - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.

მესამე პრეზიდენტის დედა კი ამბობს, რომ მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა არევაძის გადაწყვეტილება.

ჩვენთვის მოსალოდნელი იყო ეს შედეგი, რომელიც მივიღეთ, სიურპრიზი არ ყოფილია, მოსალოდნელი იყო , რადგან ჩვენ ვიცით, როგორ იმართება საზოგადოება ჩვენს ქვეყანაში", -ამბობს  გიული ალასანია

მსგავსი სიახლეები