"საბჭოური მიდგომა და საბჭოური რეპრესიები" - კულტურის სფეროს წარმომადგენლები წულუკიანზე

14.02.23 11:32
"საბჭოური მიდგომა და საბჭოური რეპრესიები" - კულტურის სფეროს წარმომადგენლები წულუკიანზე

კულტურის სფეროს წარმომადგენლებს თეა წულუკიანის ქმედებები საბჭოურ დროს და მეთოდებს ახსენებს. საუბარია პრეზიდენტის სასახლედან მუზეუმის ნახატების გატანაზე. 

არტ-მენეჯერი ანა რიაბოშენკო ამბობს, რომ მსგავსი მეთოდები მხოლოდ რუსეთისთვის არის დამახასიათებელი. 

ძალიან გასაგებია, რომ ეს არის საბჭოური მიდგომა და საბჭოური რეპრესიები და ანალოგიური ფორმატი კომუნიკაციის და შესაბამისად და ამაზე მეტყველებს მხოლო და მხოლოდ ის, რომ დღეს უეცრად აღმოჩნდა, რომ ნახატები არის წამოსაღები პრეზიდენტის სასახლიდან. სამწუხაროდ, მსგავს მოქმედებას დღესდღეისობით ვხედავთ მხოლოდ რუსეთში, - ამბობს არტ-მენეჯერი ანა რიაბოშენკო.

 

სალომე ზურაბიშვილი თეა წულუკიანის სადამსჯელო ღონისძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. პრეზიდენტმა ნაწყვეტი "მონანიებიდან" და მისი ადმინისტრაციიდან ნახატების გატანის ამსახველი კადრები ერთმანეთს შეადარა.

ზურაბიშვილი ვიდეომასალას უკომენტაროდ გვთავაზობს, თუმცა ამ ფორმით, ღიად ამბობს, რომ ის წულუკიანი რეპრესიების მსხვერპლია.

დაპირისპირება კულტურის მინისტრსა და პრეზიდენტს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილმა წულუკიანის უწყების მიერ მხატვარ სანდრო სულაბერიძის დასჯის მცდელობა გააპროტესტა.

 

მსგავსი სიახლეები