ზურაბიშვილი გვეკეკლუცება და იქცევა როგორც აქტივისტი - ნატა ფერაძე

14.02.23 11:34
ზურაბიშვილი გვეკეკლუცება და იქცევა როგორც აქტივისტი - ნატა ფერაძე

"პარტიზანული მებაღეობის" დამფუძნებელი ნატა ფერაძე პრეზიდენტის პოსტს კეკლუცობას უწოდებს. მისი თქმით, ზურაბიშვილი აქტივისტივით იქცევა და არ იყენებს იმ ბერკეტებს, რომელიც, რეალურად, მას გააჩნია. 

სალომე ზურაბიშვილი გვეკეკლუცება და იქცევა როგორც აქტივისტი. მას ავიწყდება, რომ არის ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის საარჩევნო პლაკატებზე ხან ბიძინა ივანიშვილი ეხატა, ხან კობახიძე და ხან კალაძე ეხატა და ახლა მსხვერპლის როლში თავის წარმოჩენა და ეს რაღაცა კეკლუცი ვიდეოების დადება, ჩემთვის პოზიტიურ ემოციას არ იწვევს. მე ვბრაზობ, - თქვა ფერაძემ. 

სალომე ზურაბიშვილი თეა წულუკიანის სადამსჯელო ღონისძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. პრეზიდენტმა ნაწყვეტი "მონანიებიდან" და მისი ადმინისტრაციიდან ნახატების გატანის ამსახველი კადრები ერთმანეთს შეადარა.

ზურაბიშვილი ვიდეომასალას უკომენტაროდ გვთავაზობს, თუმცა ამ ფორმით, ღიად ამბობს, რომ ის წულუკიანი რეპრესიების მსხვერპლია.

დაპირისპირება კულტურის მინისტრსა და პრეზიდენტს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილმა წულუკიანის უწყების მიერ მხატვარ სანდრო სულაბერიძის დასჯის მცდელობა გააპროტესტა.

 

მსგავსი სიახლეები