ხელისუფლების ბოლშევიკურ მეთოდებთან დაკავშირებით პრეზიდენტის რეაქცია სწორი იყო - ბესელია

14.02.23 11:14
ხელისუფლების ბოლშევიკურ მეთოდებთან დაკავშირებით პრეზიდენტის რეაქცია სწორი იყო - ბესელია

"ოცნებიდა" დემარშით წასული ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის პოსტი, რომლითაც მან, ფაქტობრივად, ხელისუფლება რეპრესიებში ამხილა, სწორი და სამართლიანი იყო.

პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ირწმუნება, სალომე ზურაბიშვილსა და "ოცნებას" სორის კონფლიქტი მაშინაც იყო, როდესაც ის ჯერ კიდევ პარტიის წევრი იყო, ტუმცა ეს მაშინ ასე თავლსაჩინო არ ყოფილა. 

ბესელია ხელისუფლებას ურჩევს, პრეზიდენტს ყური მეტად დაუგდონ. 

მსხვერპლი პრეზიდენტი არ არის. პრეზიდენტი აჩვენებს ახლა, რა სჭირს ხელისუფლებას. მისი რეაქცია არის სწორი და არის, მათ შორის, რენდგენი, რომელშიც ტარდება ახლა ძალიან სერიოზული შეცდომები, ეს ბოლშევიკური მეთოდები, რაც მე ცუდ წარსულს მაგონებს. ღირებულებათა კონფლიქტი პრეზიდენტსა და "ოცნებას" შორის ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც მე იქ ვიყავი. მაშინაც არ იყო ეს ჰარმონია, შეიძლება გარედან ასე არ ჩანდა. ახლა ეს უკვე ძალიან აშკარაა და ამაზე ხშირად ვსაუბრობდი, რომ ეს არის ხედვის, ღირებულებების და ზოგადად, ქვეყნის მართვის სტილში აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა. ურბალოდ, პრეზიდენტს კი არ უნდა დაესხან თავს, ცოტა მეტად დაუგდონ ყური, უკეთესი იქნება მათთვის, - ამბობს ბესელია.  

სალომე ზურაბიშვილი თეა წულუკიანის სადამსჯელო ღონისძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. პრეზიდენტმა ნაწყვეტი "მონანიებიდან" და მისი ადმინისტრაციიდან ნახატების გატანის ამსახველი კადრები ერთმანეთს შეადარა.

ზურაბიშვილი ვიდეომასალას უკომენტაროდ გვთავაზობს, თუმცა ამ ფორმით, ღიად ამბობს, რომ ის წულუკიანი რეპრესიების მსხვერპლია.

დაპირისპირება კულტურის მინისტრსა და პრეზიდენტს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილმა წულუკიანის უწყების მიერ მხატვარ სანდრო სულაბერიძის დასჯის მცდელობა გააპროტესტა.

 

მსგავსი სიახლეები