კარგი იქნებოდა, იმ ნახატებთან ერთად, სალომე ზურაბიშვილიც გაეტანათ რეზიდენციიდან - ნათელაშვილი
კარგი იქნებოდა, იმ ნახატებთან ერთად სალომე ზურაბიშვილიც გაეტანათ რეზიდენციიდან, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი აცხადებს. შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილიც ივანიშვილის ბანდის წევრია და ყველა მათგანი ხელისუფლებაში შემთხვევით მოხვდა.
კარგი იქნებოდა, იმ ნახატებთან ერთად სალომე ზურაბიშვილიც გაეტანათ რეზიდენციიდან. საერთოდ ვიიცოდეთ, ივანიშვილები, წულუკიანები, ზურაბიშვილები, პაპუაშვილები, ღარიბაშილები, ერთი ბანდის წევრებია, რომელთა შორის ატეხილი უთანხმოება ქვეყანას არაფერს აძლევს. ყველა უნდა გაიხვეტოს იქიდან, სადაც მოხვდნენ შემთხვევით და უსამართლობის შედეგად, - თქვა ნათელაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი თეა წულუკიანის სადამსჯელო ღონისძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. პრეზიდენტმა ნაწყვეტი "მონანიებიდან" და მისი ადმინისტრაციიდან ნახატების გატანის ამსახველი კადრები ერთმანეთს შეადარა.
ზურაბიშვილი ვიდეომასალას უკომენტაროდ გვთავაზობს, თუმცა ამ ფორმით, ღიად ამბობს, რომ ის წულუკიანი რეპრესიების მსხვერპლია.
დაპირისპირება კულტურის მინისტრსა და პრეზიდენტს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილმა წულუკიანის უწყების მიერ მხატვარ სანდრო სულაბერიძის დასჯის მცდელობა გააპროტესტა.