შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი - "ხალხის ძალის" ახალი ინიციტივა

14.02.23 11:40
შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი - "ხალხის ძალის" ახალი ინიციტივა

"ხალხის ძალამ" პარლამენტში დააინიცირა კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, პოლიტიკოსების, ენჯეოების და მედიის შემოსავლების წყაროები გაკონტროლდება.  ამის შესახებ მათ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

ივანიშვილის დაჯგუფება მიიჩნევს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს და ამასთან, უცხოური გავლენის აგენტების რეესტრიც უნდა შეიქმნას. 

მიგვაჩნია, რომ საჯაროობის და გამჭვირვალობის პრინციპებიდან გამომდინარე საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ სახელმწიფოში, არამედ გამჭვირვალე უნდა იყოს ისეთი სუბიექტების (ენჯეოებისა და მედიის) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე და რომლებიც მონაწილეობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ან აქტიურ მონაწილეობას იღებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონების თუ გადაწყვეტილებების მიღების დროს გამართულ დისკუსიებში.

სწორედ ამიტომ „ხალხის ძალის“ მიერ შემოთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია საშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ზემოაღნიშნული სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო,  - განაცხადეს მათ. 

მსგავსი სიახლეები