"გასცდნენ თავის უფლებამოსილებას" - ყაველაშვილი ენჯეოებსა და მედიაზე

14.02.23 13:18
"გასცდნენ თავის უფლებამოსილებას" - ყაველაშვილი ენჯეოებსა და მედიაზე

"ხალხის ძალის" წევრი გურამ ყაველაშვილი ირწმუნება, რომ ქვეყანაში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ქვეყანაში არსებულმა გარემოებამ განაპირობა. მისიტქმით, ენჯეობი და მედია საკუტარ უფლებამოსილებას გასცდნენ, რადგან ხელისუფლების გადაყენებაზე დაიწყეს საუბარი.

 ივანიშვილის დაჯგუფების წევრი ამტკიცებს, რომ კანონპროექტი, რომელიც მათ პარლამენტში დღეს დააინიცირეს, საზოგაოებისთვის სასარგებლო ინფორმაციის მატარებელი იქნება. 

თავისთავად მოიტანა სიტუაციამ, მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა ეს ადამიანები გასცდნენ თავის უფლებამოსილებას, რიგ შემთხვევებში, და დაიწყეს პოლიტიკური განცხადებები და ხელისუფლების გადაყენებაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ბევრი ეჭვები და მიზეზები არსებობდა. ორგანიზაცია, რომელიც ჩვენს სივრცეში მოქმედებს, უნდა იცოდეს საზოგადოებამ მისი დაფინანსების შესახებ, საიდან ფინანსდება, რა მიზნები აქვს, - თქვა ყაველაშვილმა.

„ქართული ოცნების“  დანაყოფმა პარალმენტში არასამთავრობო სექტორის და მედიის წინააღმდეგ  დააინიცირა კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, პოლიტიკოსების, ენჯეოების და მედიის შემოსავლების წყაროები გაკონტროლდება. 

 

მსგავსი სიახლეები