რეკეტი "ომეგა" ჯგუფზე - სძალავს თუ არა ქონებას ზაზა ოქუაშვილს "ოცნება" ბიზნესმენ მინდია საბანაძის ხელით
"ომეგა ჯგუფი" რეკეტზე ალაპარაკდა. ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი რომელმაც ივანიშვილი და მისი მომხრეები წლების წინ ამხილა, ამტკიცებს, რომ მისი განადგურების სპეცოპერაცია დაიწყო.
საგანგებო განცხადებაში დასახელებულია "ოცნების" შემომწირველი ბიზნესმენი მინდია საბანაძე. კომპანიის მტკიცებით, სწორედ მინდია საბანაძე გეგმავს "ომეგას" წართმეული აქტივების ყიდვას.
ბიზნემენი საბანაძე "სითი მოლის" თანამფლობელია და ასევე დგინდება, რომ მას 100 ათასი ლარი აქვს გაცემული "ოცნებისთვის" შემოწირულობის სახით.
"ომეგაში" ამბობენ, რომ ოქუაშვილის რეკეტი მიუთითებს არა ერთი ბიზნესმენის წინააღმდეგ ბრძოლაზე, არამედ ყველა ინვესტორს აჩვენებს, რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდნენ იმ შემთხვევაში თუკი "ქართული ოცნების" სამიზნეები გახდებიან.
როდესაც იცი, რომ არაკეთილსინდისიერი შემძენისგან, რომელსაც უკანონდ აქვს ქონება აღებული და მისგან ყიდულობ სადავო ქონებას, რა თქმა უნდა, ხარ ასევე არაკეთილსინდისიერი შემძენი და თანაზარი ხარ იმ სამართლებრივი პასუხისმგებლობის, რაც ამ კანონდარღვევას მოჰყვება. ფაქტია, რომ "აი ჯი დeველოპმენტის" დამფუძნებელი და დირექტორიც არიან ,,ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირები და ერთ-ერთი არის ,,ქართული ოცნების" საკმაოდ მსხვილი შემომწირველი და როდესაც უკანონოდ ბანკის ხელში აღმოჩენილ ქონებას იგდებს ხელთ, რა თქმა უნდა, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისფულება მასთან დაახლოებული პირების მეშვეობით უკანონოდ იგდებს ხელში ქონებას. ეს კონკრეტული შემთხვევა არის ცალსახად ზაზა ოქუაშვილის როგორც ბრიტანელი ინვესტორის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რაც ჩემი გადმოსახედით, შეიძლება რეკეტად შეფასდეს. ეს არის მაგალითი იმისა, თუ რა ბედი შეიძლება ეწიოს ნებისმიერ უცხოელ ინვესტორს, თუ ის აღმოჩნდება ამ ხელისუფლების სამიზნე", - ამბობს "ომეგას" გენერალური მენეჯერი ლევან აღდგომელაშვილი.