დუმამ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხს მხარი დაუჭირა

14.02.23 13:33
დუმამ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხს მხარი დაუჭირა

რუსეთის სათათბიროში  საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას მხარს უჭერენ. ამის შესახებ განცხადება საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი ნოვიკოვმა გააკეთა.

ნოვიკოვის განცხადებით, რთული პეროდის მიუხედავად, რომელიც რუსეთ-საქართველომ გაიარა, უკეთესი იქნება, რუსეთმა სხვადასხვა ქვეყნებთან მაღალი კომუნიკაცია შეინარჩუნოს.

ამ ქვეყნის (საქართველოს) ტერიტორიაზე ბევრი ისეთი მოქალაქე ცხოვრობს, რომლებსაც რუსეთი მოსწონთ და ჩვენ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობა სურთ, - განაცხადა ნოვიკოვმა. 

პარლამენტარმა ასევე, არ გამორიცხა, რომ სავიზო რეჟიმი უახლოეს მომავალში გამარტივდეს. 

 

მსგავსი სიახლეები