ამ ქვეყანაში უცხოეთის (რუსეთის) აგენტი, მხოლოდ "ხალხის ძალა" და "ქართული ოცნებაა" - მანჯგალაძე

14.02.23 13:46
ამ ქვეყანაში უცხოეთის (რუსეთის) აგენტი, მხოლოდ "ხალხის ძალა" და "ქართული ოცნებაა" - მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე "ხალხის ძალის" ახალ კანონპროექტს ეხმიანება,  რომელიც მიზნად ქვეყანაში უცხოური გავლენის გამჭვირვალობას ისახავს. ოპოზიციის წევრის თქმით, თუ ქვეყანაში ვინმე უცხოეთის, კერძოდ, რუსეთსი აგენტს წარმოადგენს, ეს მხოლოდ "ხალხის ძალა" და "ქართული ოცნებაა". 

ჩვენ, ნამდვილად, როცა ხელისუფლება შეიცვლება და ეს მოხდება ძალიან მალე, შევქმნით ეროვნულ სპეცსამსახურებს, რომელიც გამოიძებს და დაადასტურებს, რომ თუ ვინმე არის ამ ქვეყანაში უცხოეთის აგენტი და  წარმოდგენს მტრის, რუსეთის ინტერესს საქართველოში, ეს არის ე.წ. "ხალხის ძალა" და "ქართული ოცნება". მოვახდენთ ამ ხალხის ლუსტრაციას, რადგან ისინი წარმოადგენენ მეხუთე კოლონას საქართველოში ანუ რუსეთის ინტერესებს საქართველოში, - თქვა მანჯგალაძემ. 

მსგავსი სიახლეები