პუტინი დამარცხდება და ნანგრევებში მოყვება ყველა ის რუსი ქართველი, ვინც რუსეთის რეჟიმს "აპრავებს" - ხაბეიშვილი

14.02.23 13:41
პუტინი დამარცხდება და ნანგრევებში მოყვება ყველა ის რუსი ქართველი, ვინც რუსეთის რეჟიმს "აპრავებს" - ხაბეიშვილი

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ხაშურში - ადგილზე იმყოფებიან როგორც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ლიდერები ისე თბილისიდან ჩასული "ნაცმოძრაობის" წვერებიც.

ხაშურის მერიის წინ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ენმ-ს თავმჯდომარემ. 

ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ მიხელ სააკაშვილის გათავისუფლების შედეგი აუცილებლად დადგება.

ხაბეიშვილი ასევე გამოეხმაურა პრემიერის განცხადებას ომში რუსეთის დაწინაურებასთან დაკავშირებით და თქვა, რომ პუტინი დამარცხდება და ამ ნანგრევებში მოყვება ყველა ის რუსი ქართველი, ვინც ცდილობს, იყოს პუტინისტი და გააპრავოს რუსეთის რეჟიმი

მე არ ვიპირებ, შეგკრიბოთ და დაგშალოთ. საბოლოო ჯამში ჩვენ ორიენტირებულნი ვართ შედეგზე და ეს შედეგი დადგება.  ჩვენ მშვიდობიანად ვაფრთხილებთ ყველა თვითმმართველობას, ყველა კორუმპირებულ მერს, ყველა კორუმპირებულ ჩინოვნიკს, ყველა კრიმინალს, ვინც ძარცვავს ჩვენს ხალხს, ვინც თქვენსა და ევროკავშირს შორისაა გაჩხერილი, ვინც რუსობს, ღალატობს და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ისტორია არ არის ღალატზე, არაკაცობაზე, ძმისთვის დანის ჩარტყმაზე, საქართველოს ისტორია არ არის იმაზე, რომ ჩვენ ჩვენს მოძმე უკრაინას ვუღალატოთ და ვიღაცეების გვიყვებოდნენ ტელევიზორიდან, რომ თურმე რუსეთი იგებს ომს. ამ ომს მოიგებს სიკეთე, ცივლიზებული სამყარო. რუსეთი, ბოროტება და მკვლელი პუტინი დამარცხდება და ამ ნანგრევებში მოყვება ყველა ის რუსი ქართველი, ვინც ცდილობს, იყოს პუტინისტი და გააპრავოს რუსეთის რეჟიმი. თითეული თქვენგანი, ვინც არ იღლებით, მოდიხართ, იბრძვით, ვინც იცით, რომ ბოლომდე იბრძოლებთ, ხართ გმირები", - ამბობს ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პროტესტია რეგიონებში. საქართველოს სამ ქალაქში მიხეილ სააკაშვილის მხადამჭერი აქციები იწყება. მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით ხალხი ქუჩაში - გორში, ხაშურში და ლაგოდეხში გავიდა.

"ნაციონალური მოძრაობა" მასშტაბურ აქციებს აანონსებს. "პროტეტსი იქნება ყველგან" აცხადებენ პარტიის ლიდერები. 

მსგავსი სიახლეები