პუტინის რუსეთში მოგონილი კანონების გადმომღერება- ლომჯარია ივანიშვილის დეპუტატების კანონპროექტზე

16.02.23 16:02
პუტინის რუსეთში მოგონილი კანონების გადმომღერება- ლომჯარია ივანიშვილის დეპუტატების კანონპროექტზე

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ივანიშვილის დეპუტატების კანონპროექტს ეხმიანება

სუბარი-ყაველაშვილი, ხუნდაძე, მაჭარაშვილის ოთხეულის ინიციატივას ყოფილი ომბუდსმენი იურიდიული თვალსაზრისით ძალიან დაბალი დონის დოკუმენტს უწოდებს: 

გავეცანი კანონპროექტს. გარდა იმისა, რომ იურიდიული თვალსაზრისით ძალიან დაბალი დონის დოკუმენტია, მისი შინაარსი გახლავთ პუტინის რუსეთში მოგონილი და მიღებული კანონების გადმომღერება, მსოფლიოში მსგავს კანონებს ერთი სახელი აქვთ - "პუტინის უცხო ქვეყნის აგენტების კანონი" და იგი ავტორიტარიზმის ოფიციალურად გაფორმების აქტად აღიქმება. მისი არათუ მიღება, არამედ საპარლამენტო განხილვაში შესვლაც კი არის დივერსია მოწყობილი საქართველოს ევროპული პერსპექტივის გასანადგურებლად"- წერს ლომჯარია

 

მსგავსი სიახლეები