„ნოღაიდელმა ჩვენება მისცა, მილიონები გამოიმუშავა და ჩვენების დასრულებიდან 5 დღეში ბიზნესიდან ამოაგდეს“ - სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელზე საუბრობს და მის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას ბიზნესინტერესებს უკავშირებს. სააკაშვილის განცხადებით, ნოღაიდელმა პროკურატურისთვის ჩვენების მიცემის შემდეგ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის ბიზნესში წილი მიიღო და მილიონები გამოიმუშავა, სასამართლოში ჩვენების დასრულებიდან ხუთ დღეში კი ბიზნესიდან ჩამოაშორეს. სააკაშვილი ვარაუდობს, რომ ნოღაიდელის ბიზნესინტერესები მის წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებას უკავშირდებოდა.
ისეთი ამბები სკდება, იმდენად სწრაფად ირკვევა სიმართლე, რომ ვერც ვასწრებ ყურადღების მიდევნებას. მათ შორის, სხვათაშორის, ამ ე.წ. სასამართლო პროცესთან დაკავშირებით. თქვენ გახსოვთ, ამ დარბაზში, აქ იდგა ჩემი მტავრობის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურა ნოღაიდელი, რომელიც აზლევდა ჩვენებას ამ საქმესთან დაკავშირებით. ამ დღეებში პრემიერად წოდებული კობახიძის პირით სევიტყვეთ შემდეგი ამბავი: თურმე ნოღაიდელმა, მას შემდეგ, რაც პირველად ჩვენება მისცა პროკურატურას, 10 წლის წინ, მოიპოვა უფლება და წილში ჩაჯდა აზერბაიჯანიდან საქართველოში დენის შემოტანის, გააკეთა მრავალი მილიონი ამ ბიზნესში და მერე, რაც ნოღაიდელმა საბოლოოდ მისცა ამ დარბაზში ჩვენება, იქიდან 5 დღეში ამოაგდეს წილიდან. საქმე მოათავა, საქმე შეასრულა - ასე იცის ჯაყომა! რაში გჭირდებოდათ? ამის ნახევარი ფული მოგეცათ ჩემთვის, უფრო მეტ საქმე მოვახმარდი, ვიდრე ნოღაიდელი და ყველანაირ ჩვენებასაც მოგცემდით, რასაც თქვენ ითხოვდით. გეგმა მომზადებულია, ყველაფერზე შეთანხმებულები არიან, ივანიშვილის უთხრეს, უბიძგეს, რომ როცა დენი გაითიშა ბიტკოინების გამო დარწმუნებული ვარ, რუსეთის ხელშეწყობით დენი და უთხრეს, რომ ახლა იმოქმედეთო, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.სხდომას თავად მიხეილ სააკაშვილიც.