ევროდეპუტატებმა ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ფოტოაქცია მოაწყვეს

26.11.26 16:25
ევროდეპუტატებმა ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ფოტოაქცია მოაწყვეს

ევროდეპუტატები მხარს უჭერენ ქართველ ხალხს, მათ ბრძოლაში ევროპული ფასეულობებისთვის.

რეზოლუციის პროექტზე კენჭირსყრის წინ, კანონმდებლებმა ფოტოაქცია მოაწყვეს.

ჩვენი გზავნილია, რომ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ — ბევრი ჩვენგანი აქ, ევროპარლამენტში, ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ გზას და ასევე გვჯერა საქართველოსი, გვჯერა ქართველი ხალხის და გვჯერა, რომ საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდება, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ. 

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია - „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 86-მა ევროპარლამენტარმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

 

მსგავსი სიახლეები