სტრასბურგის სასამართლო: აკაკი ოჩიგავას საქმეზე გამოძიება არაეფექტიანი იყო

17.02.23 12:40
სტრასბურგის სასამართლო: აკაკი ოჩიგავას საქმეზე გამოძიება არაეფექტიანი იყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადაც პირდაპირ წერია, რომ პატიმრის მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მესამე მუხლია დარღვეული, რაც არაეფექტიანი გამოძიების ჩატარებას გულისხმობს.

ევრო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, მომჩივანმა არასათანადო მოპყრობის შესახებ საჩივარი 2012 წლის ოქტომბერში წარადგინა, შესაბამის ორგანოებს დამნაშავეების დასადგენად და მათ გასასამართლებად 5 წელზე მტი დრო დასჭირდათ.

ამასთან, სასამართლოს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ციხის ზოგიერთ ოფიცერს პატიმრობა მიუსაჯა, ქართლი სასამართლოების მიერ გამოუძიებელი დარჩა რიგი სხვა სერიოზული გადაცდომები. საუბარია 2011 წლის ნოემბერში პატიმრის ცემის ფაქტზე, რამაც ხერხემლის დაზიანება გამოიწვია. ასევე მისი ცემა საშხაპე ოთახში, რის შედეგადაც მან გონება დაკარგა და გონს მოვიდა ციხის მორგში;  მისი სავარაუდო თვითნებური მოთავსება დამამცირებელ პირობებში დისციპლინურ საკნებში.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ განმცხადებლის სარწმუნო ბრალდებაზე თვალი დახუჭა.

სტრასბურგის სასამართლომ ასეევ დაადგინა, რომ ციხის შვიდი ოფიცერი, რომლებიც მოქმედებდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დამნაშვეები იყვნენ გლდანის ციხეში პატიმართა მიმართ სისტემურ არასათანადო მოპყრობაშიც.

სასამართლოს მიიჩნევს, რომ ყველა ზევით აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ მომჩივნის მიმართ განხრცორციელებული ქმედებები წამებად უნდა შეფასდეს. 

სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება საბოლოო გახდება, სამი თვის ვადაში სახელმწიფომ განმცხადებელს უნდა გადაუხადოს 20 ათასი ევრო, ასევე ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა, იყოს გადასახდელი.

მსგავსი სიახლეები