"ევროპულმა საქართველომ" აუდიტის სამსახურს გელათზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა
პარტია ევროპული საქართველო აუდიტის სამსახურს გელათზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართვას. უწყებისგან ეფექტიანობის აუდიტის ჩატარებას ითხოვენ, რადგან როგორც ამბობენ, გელათის რეაბილიტაციის პროცესში ბევრი კითხვა გაჩნდა.
ბესო დონაძის განცხადებით, უნდა დადგინდეს რამდენად ეფექტიანად გამოიყენა თეა წულუკიანის უწყებამ საკუთარი რესურსები ისტორიული ძეგლის გადასარჩენად.
"თუ ვიმსჯელებთ ფურცლებით, ფურცლით გელათი აღდგენილია და პრობლემები არ არის, რადგან არსებობს მიღება ჩაბარების აქტები, სადაც აღნიშნულია, რომ მხარეებს ერთმანეთის მიამრთ პრეტენზიები არ გააჩნიათ. გამომდინარე აქედან, მაღალი საზოგადეობრივი ინტერესებიდან გამომდინარე მივმართეთ აუდიტის სამსახურს, რომ ჩაატარონ ეფექტიანი აუდიტი, რამდენად სწორად და ეფექტიანად გამოიყენა ის რესურსები, რა რესურსებიც გააჩნდა კულტურის სამინისტროს და მემკვიდრეობის სააგენტოს. ამ დასკვნაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. თუ აუდიტის სამსახური არ მოახდენს აღნიშნულის აუდიტირებას, მაშინ ჩვენ შეგვიძია ვიფიქროთ, რომ ეს არის მთლიანად სისტემური დანაშაული და ამაზე მაღალი თანამდებობის პირები იქნებიან პასუხისგებაში მიცემული, ხოლო აუდიტის დასკვნის შემთხვევაში უკვე გამოიკვეთება კონკრეტული დამნაშავე პირები, რომლებმაც არ შეასრულეს მასზე დაკისრებული მოვალეობა", - ამბობს ბესო დონაძე.