სააკაშვილთან დაკავშირებით საერთაშორისო მედია ფეხზე დადგა - გიული ალასანია

17.02.23 15:15
სააკაშვილთან დაკავშირებით საერთაშორისო მედია ფეხზე დადგა - გიული ალასანია

საერთაშორისო მედია დადგა ფეხზე, - ასე აფასებს მესამე პრეზიდენტის დედა სააკაშვილის შესახებ BBC-ში გასულ რეპორტაჟს. გიული ალასანიას თქმით, საერთაშორისო მედიის ასეთი გამოხმაურებები ცხადყოფს, რომ მესამე პრეზიდენტი ნამდვილად მძიმე მდგომარეობაშია.

საერთაშორისო მედია დადგა ფეხზე. უკვე არარ დარჩა მემგონი არცერთი არც არხი, არც გაზეთი, რომ ჩემი შვილი დასაცავად არ გამოექვეყნებინათ რამე...ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როცა მსოფლიოს ასეთი დიდი ნაწილი აღიარებს ამ ფაქტს, ეს რას ნიშნავს? ყველა გაგიჟდა?  ასე რომ, მე ძალიან მადლობელი ვარ, - თქვა ალასანიამ. 

მსგავსი სიახლეები