სააკაშვილსა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანი ცინიკურია - პაპუაშვილი

17.02.23 15:36
სააკაშვილსა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანი ცინიკურია - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმდჯომარე ირწმუნება, რომ სააკაშვილის თავისუფლებასა და ევროკვაშირშ ინტეგრაციას შორის კავშირი აბსურდულია. შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის ამგვარ პირობას ცინიზმს უწოდებს და ამბობს, რომ ამის მიზანი, მხოლოდ ექსპრეზიდენტის პატიმრობიდან ხსნაა. 

ამასთან, პაპუაშვილი ევროდეპუტატებს ბრალს ამორალურ ქმედებაში სდებს და ამბობს, რომ სააკაშვილისთვის ხელის ჩამორთმევა ევრპული საქციელი არ არის. 

თითქოს არსებობდეს არჩევანი სააკაშვილსა  და ევროკავშირს შორის... ასეთი არჩევანი არ არსებობს, ქართველი ხალხი დააყენონ არჩევანის წინაშე, თითქოს იყოს ორი გზა, როგორც ზრაპრებში: ერთ გზაზგე წახვალ - დაიღუპები, მეორე გზაზე წახვალ - გადარჩები. ეს არის ცრუ დინება, რომელიც ზრაპრებში გვხდება და სწორედ ეს არის მთელი ცინიზმი ასეთი დილემებისა, რომ მისი მიზანი არის არაკეთილსინდისიერი. ეს მიზანი ვიცით, ეს არის მიხეილ სააკაშვილის დახსნა სარჩელისგან. ის თავისუფლად გადაადგილდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში , ამ ევროპარლამენტარებთან, ზოგიერთთან, ჰქონდა შეხვედრები. მისი ქცევა წახალისებული იქნა. ერთი, რომ დამნშავეს ართმევდნენ ხელს და ეს უკვე არის მორალური განზომილება და მეორე, იმით, რომ ხელს ართმევდნენ, მიხეილ სააკაშვილი თავს დაჯერებულად თლიდა იმაში, რომ მას ჰქონდა უფლება, შემოპარულიყო საქართველოში. მითქვამს კიდეც, საჯაროდაც, პირისპირაც ყველასთვის, რომ როდესაც სისხლის სამართლის დამნაშავეს აძლევ ლეგიტიმაციას სალონური შეხვედრებით კონფერენციებზე თუ სემინარებზე მიწვევით, ეს თავისთავად, არ არის ევროპული ქცევა, - თქვა პაპუაშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები