იმედია, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის დანახვისას, ერთხელ მაინც გაგაკვირვებთ მორალური კანონი თქვენში - "სირცხვილია" პაპუაშვილს
"სირცხვილია" შალვა პაპუაშვილს პასუხობს. მოძრაობა ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის გავცრელებულ განცხადებას "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით და პაპუაშვილისადმი გაგზავნილ წერილში წერს, რომ რუსული კანონის ანალოგის მიღებით, "ოცნება" მიზანმიმართულად უთხრის ძირს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
"შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili სანამ “აგენტების” სხვაგან ძებნას დაიწყებთ, თქვენივე გუნდის წევრების ბიოგრაფიებით ხომ არ დაინტერესდებოდით?
ასე მაგალითად:
ირაკლი კობახიძე, 2006-2014: გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ექსპერტი და მენეჯერი.
თავად თქვენ, 2017-2020: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი.
სოზარ სუბარი, 1995-2000: ლონდონის “ომისა და მშვიდობის რეპორტაჟების ინსტიტუტის” კორესპონდენტი და IREX-ის კანონის უზენაესობის პროექტის დირექტორი;
ბიოგრაფიების შესწავლისას შემთხვევით წავაწყდით: რამინა (რიმა) ბერაძე: 1985-1991 რაიკომის მდივანი", - წერს სირცხვილია ფეისბუკზე.
ასევე "სირცხვილია" პარლამენტის თავმჯდომარეს უგზავნის ფინანასური დონორების ჩამონათვალსაც და მომავალ სიცურემდე ემშვიდობება.
გემშვიდობებით საქართველოს ევროპული მომავლისა და იმის იმედად, რომ ვარსკვლავებით მოჭედილი ცის დანახვისას ერთხელ მაინც გაგაკვირვებთ მორალური კანონი თქვენში.
პაპუაშვილმა დღეს აღიარა, რომ ხელისუფლების მთავარ სამიზნეს ორგანიზაცია "სირცხვილია" წარმოადგენს.