აგენტები თავის გარშემო მოიკითხოს კობახიძემ და "ოცნებამ" - ვაშაძე "ხალხის ძალის" ახალ კანონპროექტზე

17.02.23 17:35
აგენტები თავის გარშემო მოიკითხოს კობახიძემ და "ოცნებამ" - ვაშაძე "ხალხის ძალის" ახალ კანონპროექტზე

"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე "ხალხის ძალის" ახალ კანონპროექტს, რომელიც მიზანად ენჯეობის და მედიასაშუალებების გაკონტროლებას ისახავს პუტინის მიერ მიღებული კანონის ანალოგს უწოდებს.

ვაშაძე ამბობს, რომ ის, რაც მიიღეს რუსეთის ფედერაციაში, ანალოგიურს გვთავაზობს კობახიძე და მისი გუნდი. 

რაც შეეხება აგენტებს, ვაშაძე "ოცნებას" ურჩევს აგენტები თავიანთ გარშემო მოიკიტხონ.

ზუსტად, როცა რუსეთში პუტინმა მიიღო ეს კანონი, ერთი-ერთი ზუსტად იგივე ფრაზეოლოგია ჰქონდა, რომ ეს არის შერბილებული ვარიანტი ამერული ვარიანტის, რაც მიიღეს რუსეთის ფედერაციაში. ერთი-ერთში იგივეს გვთავაზობს კობახიძე და „ოცნება“. აგენტები თავის გარშემო მოიკითხონ, ნაღდად რუსეთის ინტერესებისთვის ვინც მოქმედებენ. ლუსტრაციის კანონს აუცილებლად მივიღებთ ამ ქვეყანაში და გამჟრავნდება ყველაფერი", - ამბობს ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები