აზარაშვილს სააკაშვილზე ჰკითხეს - ჯანდაცვის მინისტრმა არ იცის რა წერია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში

17.02.23 18:04
აზარაშვილს სააკაშვილზე ჰკითხეს - ჯანდაცვის მინისტრმა არ იცის რა წერია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში

ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმის მოწვევას არ აპირებს. 

„არა, არ ვაპირებ. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ყველა პატიმრის უფლებები დაცულია პენიტენციურ სისტემაში. პენიტენციურ სისტემას აქვს საკმაოდ მძლავრი სამედიცინო დეპარტამენტი, ასევე ის კლინიკა არის მრავალპროფილური და აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ პაციენტს ადეკვატურად უმკურნალოს. ეს არის ჩემი პასუხი,"- განაცხადა აზარაშვილმა.

რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას, რომ დემენცია და კახექსია არის სასჯელის გადავადების ან მისგან გათავისუფლების საფუძველი, მინისტრი ამბობს, რომ არ იცის რა წერია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში.

„არ ვიცი, თუ რა ჩანაწერია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში, ალბათ, სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამის მიზანშეწონილობაზე,"- განაცხადა აზარაშვილმა.

მსგავსი სიახლეები