სპეცოპერაცია კალაძის გადასარჩენად - ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე 4 დაკავებულს ბრალი დაუმძიმეს

17.02.23 20:12
სპეცოპერაცია კალაძის გადასარჩენად - ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე 4 დაკავებულს ბრალი დაუმძიმეს

სპეცოპერაცია კალაძის გადასარჩენად -  ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე 4 დაკავებულს ბრალი დაუმძიმეს.  პროკურატურას დანაშაულის მთელი სიმძიმე სამუშაოების შემსრულებლებზე გადააქვს. 

"გრინსერვისის დირექტორი" ბრალს არ აღიარებს და თვლის, რომ ბრალის დამძიმება შანტაჟის მცდელობაა გამოძიების მხრიდან. 

ბრალი დაუმძიმდა "მშენექსპერტის თანამშრომლებსაც". ორივე კომპანიას პროკურატურა სამუშაოების უხარისხო შესრულებას და საბუთების გაყალბებას ედავება.

დღესვე ცნობილი გახდა ექსპერტიზის დასკვნა მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების შესახებ. 13 წლის გოგონას  გარდაცვალების მიზეზი ელექტროდენის მოქმედების შედეგად განვითარებული ელექტროტრავმა გახდა.

თითქმის 6 თვე დასჭირდა გამოძიებას,  რომ ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან საქმეზე სამხარაულის ბიუროს დასკვნა გაესაჯაროვებინა.

უფრო ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები