რომან გოცირიძემ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა
რომან გოცირიძემ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა.
გოცირიძე მიიჩნევს, რომ პარტიის ფარგლებში საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა.
მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო ნაციონალური მოძრაობა. ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები გავაგრძელო პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობა.
მინდა წარმატებები ვუსურვო ნაციონალურ მოძრაობას და ყველა მის მხარდამჭერს.
მადლობა ყველას მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის, ნდობისათვის და კეთილი ურთიერთობებისათვის, - წერს პოლიტიკოსი.