საქართველოში ევროპარლამენტარების დელეგაციას ელოდებიან - რა აქვთ სათქმელი ევროდეპუტატებს
ერთ თვეში საქართველოში ევროპარლამენტარების დელეგაციას ელოდებიან. დეპუტატები, ამჯერად "ოცნებას" პირისპირ აუხსნიან, რომ მათი ქმედებები ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციიის პერსპექტივას უკარგავს.
შეხვედრამდე კი გავლენიანი დეპუტატები "პირველებს" ეუბნებიან, რომ ევროპის ყველა ქვეყანას უჭირს გაიგოს, რა უნდა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას და რა კურსს ირჩევს საბოლოოდ.
ვიოლა ფონ კრამონი ირაკლი კობახიძეს ახსენებს,რომ ევროპაში მიღებული განათლება ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას უნდა მოახმაროს.
"ტრაგედიაა ის, რაც დაემართა ევროპაში განათლებამიღებულ ოცნების ლიდერებს" - ამბობს კრამონი, რომელიც მმართველი პარტიიდან დღეს კიდევ ერთხელ გახდა თავდასხმის ობიექტი.
უფრო ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.