სააკაშვილის სარჩელი მეორე ინსტანციაში ორშაბათს შევა - რა ახალი მტკიცებულებებია მასალებში

17.02.23 20:23
სააკაშვილის სარჩელი მეორე ინსტანციაში ორშაბათს შევა - რა ახალი მტკიცებულებებია მასალებში

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოლოდინში -  ორშაბათს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საჩივარი მეორე ინსტანციის სასამართლოში შევა. მასალებში იქნება ახალი მტკიცებულებები, მათ შორის, პატიმარი პაციენტის სამედიცინო ისტორია, სადაც "ვივა მედის" ექიმები პირდაპირ წერენ, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს. ეს დიაგნოზი კი სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათვისუფლების საფუძველი რომ ნამდვილად არის, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დავით სერგეენკოს ბრძანებაშიც  წერია.  

მოქმედმა მინისტრმა კი არ იცის და არც აინტერსებს რა  წერია მისივე უწყების დოკუმენტში.

პარალელურად, სააკაშვილის საკითხი დასავლეთში აქტუალობას არ ჰკარგავს. ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიღწევებზე  7  წუთიან რეპორტაჟს BBC ავრცელებს და იმის შესახებ საუბრობს,  თუ რა როლი აქვს სააკაშვილის საქმეში პუტინს.

უფრო ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები