"ყველა ციხეში" - "ოცნებიდან" "განდგომილები" კანონის კიდევ უფრო გამკაცრებას აანონსებენ
"ყველა ციხეში" - განდგომილები კანონის კიდევ უფრო გამკაცრებით იმუქრებიან. ყველას, ვინც თავს აარიდებს აგენტების რეესტრში მოხვედრას, 5 წლიანი პატიმრობა დაემუქრება.
დასავლეთიდან წამოსულ კრიტიკის ტალღას ხალხის ძალა მუქარით პასუხობს. ამბოხებულები ირწმუნებიან, რომ ეს ამერიკული კანონის კოპირება იქნება და შესაბამისად, პარტნიორებს პრეტენზიები აღარ უნდა ქონდეთ.
პარალელურად, დღეს მესამე სექტორის კრიტიკის მთავარი ობიექტიპარლამენტის თავმჯდომარე იყო, რომელიც განდგომილებს გადაეფარა. შალვა პაპუაშვილმა მოძრაობა "სირცხვილიაზე" ღია იერიში მიიტანა და, პრაქტიკულად, დაუანონსა, რომ ერთ-ერთი პირველი ვინც კანონის ძალას თავი თავზე გამოცდის, სამოქალაქო აქტივისტები იქნებიან.
პასუხმაც არასამთავრობო სექტორიდან არ დააყოვნა. პაპუაშვილს გერმანული კანონმდებლობის არასწორი ინტერპრეტაციისთვის მატყუარა და ცრუპენტელა უწოდეს.
უფრო ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.