20 წელი ცოლის მკვლელობისთვის - როინ მებონია სასჯელის ნაწილს ფსიქიატრიულში მოიხდის

17.02.23 20:39
20 წელი ცოლის მკვლელობისთვის - როინ მებონია სასჯელის ნაწილს ფსიქიატრიულში მოიხდის

კაცს, რომელმაც ცოლი 5 მცირეწლოვნის თალწინ მოკლა,  20 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. როინ მებონია სასჯელის მოხდას  სამკურნალო დაწესებულებიდან დაიწყებს. მოსამართლემ ჩათვალა, რომ მამაკაცს ჯერ ფსიქიატრების  მეთვალყურეობა სჭირდება, გამოჯანმრთელების შემდეგ კი ის ციხეში დაბრუნდება.

მოკლული გოგოს დედა დარწმუნებულია, რომ ყოფილმა სიძემ მძიმე  ფსიქიკური მდგომარეობა სასჯელის შემსუბუქების მიზნით  მოიგონა, რეალურად, კი ცოლის მკვლელობა წინასწარ დაგეგმა.

მსხვერპლის ოჯახი ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვდა, ამიტომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ.

უფრო ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები