რომან გოცირიძე ენმ-დან წავიდა - რატომ დატოვა სტაჟიანმა წევრმა პარტია
"ნაციონალურ მოძრაობას" ერთ-ერთი სტაჟიანი წევრი ტოვებს. რომან გოცირიძე ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის რიგებში აღარ იქნება.
დეპუტატმა გადაწყვეტილების შესახებ ფეისბუქზე დაწერა და თქვა, რომ პარტიაში შესაძლებლობები ამოწურა.
უკავშირდება თუ არა პოლიტიკოსის გადაწყვეტილება პარტიაში მენეჯმენტი შეცვლას, ცნობილი ხვალ გახდება. რომან გოცირიძემ "პირველებთან" სატელეფონო საუბარში თქვა, რომ განმარტებებს ხვალ გააკეთებს.