ღარიბაშვილი ჯოზეფ ბორელს შეხვდა - რაზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა პრემიერმა და ევროკომისარმა

18.02.23 10:35
ღარიბაშვილი ჯოზეფ ბორელს შეხვდა - რაზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა პრემიერმა და ევროკომისარმა

ირაკლი ღარიბაშვილი ჯოზეფ ბორელს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია აქვეყნებს. 

საქართველოს მიერ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესი და ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში - ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა  და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრის ძირითადი განსახილველი საკითხები.  შეხვედრა მიუნხენში შედგა, სადაც მსოფლიო ლიდერები უსაფრთოების კონფერენციაას ესწრებიან.

ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას "ტვიტერში" ეხმაურება.

"მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში კარგი საუბარი მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან.

საუბარი შეეხო საქართველოს რეფორმების დღის წესრიგით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებისა და ევროკავშირის გზაზე წინსვლის მიღწევის საჭიროებას.

ვაგრძელებთ ურთიერთობების განმტკიცებას და ერთად დგომას საქართველოს მედეგობისა და ევროპული უსაფრთხოების დაცვის განსამტკიცებლად",-აღნიშნავს ჯოზეფ ბორელი.

მსგავსი სიახლეები