არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა - ბოტკოველი რომან გოცირიძის მიერ ენმ-ს დატოვებაზე

18.02.23 11:06
არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა - ბოტკოველი რომან გოცირიძის მიერ ენმ-ს დატოვებაზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბოტკოველისთვის გაუგებარია, თუ რატომ დატოვა პარტია რომან გოცირიძემ. 

ბოტკოველის თქმით, არანაირ დაპირისპირებას არ ჰქონია ადგილი და ახლა გოცირიძისგან მიზეზის დასახელებას ელოდება.

მოსაწონი ნამდვილად არ არის ეს გადაწყვეტილება, თმცა ყველა ადამიანი გადაწყვეტილებას თვითონ იღებს და ის, რომ ზოგიერთ ადამიანი უწონებს ამ გადაწყვეტილებას, არ მგონია, რომ ეს სასარგებლო იყოს ან "ნაციონალური მოძრაობისთვის" ან რომანისთვის. ამიტომ დანარჩენზე ახლა თვითონ უნდა ისაუბროს, მიზეზი თვითნ უნდა დაასახელოს და როგორც მე მოვისმინე, ის ამ მიზეზს დაასახელებს. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, რატომ მიიღო გადაწყეტილება, ჩემთვის გასაკვირი იყო. თუ ვინმეს პარტიის დატოვება უნდა და ამით პარტიის დაზიანება უნდა, ან ვინმეს რამე გადაწყვეტილების მიღება უნდა ყველა ადამიანმა თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება", - ამბობს ბოტკოველი.

რომან გოცირიძე წავიდა პარტიიდან, მაგრამ რჩება თუ არა პარლამენტში - ეს სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. "ნაციონალური მოძრაობის" ყველაზეე სტაჟიანი წევრი, როგორც აღმოჩნდა პარტიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით იმდენად უკმაყოფილოაა, რომ დიდი და ბევრი პოლიტიკური ქარტეხილების შემდეგ ტოვებს პარტიას ,რომლის შენებაშიც დიდი როლი აქვს. საქართველოს პარლამენტიის მესამე, მეექსვე დაა მეცხრე მოწვევის დეპუტატი, სავარაუდოდ, დუმილს ორშაბათს დაარღვევს. - რომან გოცირიძემ უნდაა თქვას, აირჩევს დამოუკიდებელი დეპუტატობის გზას, თუ პარტიიდან წასვლის შემდე~ეგ დათმობსს დეპუტატის მანდატსაც.

მსგავსი სიახლეები