"ხალხის ძალის" კანონპროექტი კრიტიკული აზრის განადგურებას და საქართველოს რუსეთთან გაიგივებას ისახავს მიზნად - ლომჯარია

18.02.23 11:21
"ხალხის ძალის" კანონპროექტი კრიტიკული აზრის განადგურებას და საქართველოს რუსეთთან გაიგივებას ისახავს მიზნად - ლომჯარია

ნინო ლომჯარია "ხალხის ძალის" ახალ კანონპროექტზე, რომელიც მიზანად ენჯეობის და მედიასაშუალებების გაკონტროლებას ისახავს, ამბობს, რომ ის კრიტიკული აზრის განადგურებას და საქართველოს, რუსეთთან და ბელორუსთან გაიგივებას ისახავს მიზნად.

ლომჯარიას თქმით, ის არგუმენტები, რომლითაც "ოცნება" თავს იმართლებს, ერთი-ერთში გადმოღებულია რუსეთისგან.

ეს კანონპროექტი პირველ რიგში მიზნად ისახავს ამ სფეროს, დამოუკიდებელი და კრიტიკული აზრის განადგურებას და მეორე რიგში, საქართველოს როგორც სახელმწიფოს გვერდით დაყენებას ისეთი ტიპის ქვეყნებთან, როგორებიცაა რუსეთი და ბელარუსი, სადაც მოქმედებს ამ ტიპის კანონები და მათ შორის არგუმენტაცია, რაც გვესმის ხელისუფლებისგან, რომლითაც ამართლებენ ამ კანონპროექტის არსებობასა და მის განხილვას, ეს არგუმენტებიც  გადმოღებულია ერთი-ერთში რუსეთის არგუმენტებისგან, - ნინო ლომჯარია. 

კანონპროექტს, უცხოური გავლენების აგენტების შესახებ კენჭს, სავარაუდოდ, ივნისამდე უყრიან. ახლა რამდენიმე თვე არის დარჩენილიი საიმისოდ, რომ საშიში აღნიშნული კანონის მიღება "ქართული ოცნების" რიგებიდან ფორმალურად წამოსულ დეპუტატებს გადააფიქრებინონ. თუმცა, სავარაუდოდ, ეს რთული იქნება რადგან დეპუტატებს მხარს უჭერენ უმრავლესობაში. ამას ემატება ციხით მუქარა და კანონის კიდევ უფრო გამკაცრების პირობა. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა შალვა პაპუაშვილმა ფაქტობრივად დაანონსა, რომ კანონის მთელ სიმძიმეს საკუთარ თავზე აქტივისტები გამოცდიან. 

მსგავსი სიახლეები