"კასპის საკრებულოში ტურები ყმუიან" - დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის
კასპის საკრებულოში დაპირისპირებაა - ერთამენთის წინააღმდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები გამოდიან.
ენმ-ის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბადრი ბასიშვილმა ტურები უწოდა მის თანაგუნდელებს.კერძოდ კასპის საკრებულოს წევრებს, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეეცვალათ ფრაქციის თავმჯდომარე.
"კასპის საკრებულოში ტურები ყმუიან"- დაწერა ბასიშვილმა სოციალურ ქსელში.
მას შემდეგ რაც ბასიშვილმა აღნიშნული შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა, გიორგი შარიფაშვილმა მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
რას ქვია ტურები ყმუიან კასპის საკრებულოში? ჩვენი შრომისუნარიანობა, ბრძოლისუნარიანობა, ჩვენი ოპოზიციონერი დეპუტატობა და ჩვენი საქმიანობა ყოველდღიურად შეაფასონ და თუ ჩვენ ვიმსახურებთ რაიმე სახით ან ფორმით მომსახურებას და პარტიისთვის რაიმე ღალატის ნაბიჯი გადაგვედგა, ან საერთო ინტერესები დაგვირღვევია, მაშინ მივიღებთ ამას, თუ არადა მერწმუნეთ, როგორც ადამიანისთვის და როგორც დეპუტატისთვის არის ეს შეურაცხმყოფელი. რეგიონის ხელმძღვანელისგან ვითხოვ ადეკვატურ პასუხს და ზუსტად ბოდიშის მოხდას, ვინაიდან ჩვენ აღნიშნულს არ ვიმსახურბთ, - ამბობს გიორგი შარიფაშვილი.
თავად ენმ-ის ფრაქციის კასპის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე კი ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თანამდებობის დატოვება მისი სურვილით მოხდა, არ ადასტურებს.
მე ხაბეიშვილის მხარდამჭერი ვიყავი და ისინი აღმოჩნდნენ მელიას მხარდამჭერები, მაგის გამო მოხდა ჩემი გადაყენება. არ ვადასტურებ, იმას რომ ჩემი სურვილიც იყო დამეტოვებინა ეს თანამდებობა. ახლა, რადგან ხაბეიშვილს გამოვუცხადე მხარდაჭერა მაგის გამო მოხდა,- ამბობს ზურაბ შუკაკიძე.
ცნობისთვის, კონფლიქტი ერთი პარტიის ორ ბანაკს შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც ენმ-დან კასპის საკრებულოს 6-მა დეპუტატმა გადაწყვიტა და ფრაქციის თავმჯდომარე შეცვალა.