შევა თუ არა სააკაშვილთან სახალხო დამცველის კონსილიუმი - რა ინფორმაცია აქვს ნინო ლომჯარიას

18.02.23 11:42
შევა თუ არა სააკაშვილთან სახალხო დამცველის კონსილიუმი - რა ინფორმაცია აქვს ნინო ლომჯარიას

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ვითარებაა არ უმჯობესდება. 

საქართელოს მესამე პრეზიდენტი უკვე რამდენიმე დღეა "ვივა მედში" სახალხო დამცველის კონსილიუმის შეშვებას ითხოვს. 

"იგივე მდგომარეობაა, სიცხე და სისუსტე აქვს. სახალხო დამცველის კონსილიუმის შეშვება თვითონ ითხოვა, ნებისმიერ პატიმარს აქვს უფლება, ეს მოითხოვოს", - ამბობს გიული ალასანია.

საქართველოს ყოფილი ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ვიზიტი განხორციელდება, თუმცა როდის, ამას ვერ ამბობს.

მე რამდენადაც ვიცი, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი აპირებს ვიზიტის განხორციელებას, რა თქმა უნდა, დროის და ვადის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, ეს წინასწარი არ საჯაროვდება, მაგრამ მათ როგორც დააფიქსირეს, ისინი განიხილავენ ამ საკითხს, განხორციელდება ვიზი და მათი კონსილიუმის შეფასებები იქნება საინტერესო " - ამბობს ლომჯარია.

მსგავსი სიახლეები