ცუდად ვარ, ორგანოები მეშლება - მიხეილ სააკაშვილი
"ვივა მედიდან" ისევ საგანგაშო ცნობები გამოდის.
"ცუდად ვარ, ორგანოები მეშლება" - მიხეილ სააკაშვილის ეს სიტყვები დღეს პალატიდან გამოსვლის შემდეგ გიული ალასანიმა ჟურნალისტებს უთხრა.
ერთსა და იმავე პოზაში წევს, ადამიანი არის სუსტად, რამდენჯერმე გამიმეორა, ძალიან სუსტად ვარო, ძალიან ცუდად ვარო, დამეწყება ორგანოების ჩამოშლაო. ამას მე მეუბნება და რავიცი აბა სხვების რა გითხრათ",- თქვა გიული ალასანიამ.