მოვუწოდებთ ,,ქართულ ოცნებას", მხარი არ დაუჭიროს "ხალხის ძალის" კანონპროექტს - დაუშვილი

18.02.23 13:41
მოვუწოდებთ ,,ქართულ ოცნებას", მხარი არ დაუჭიროს "ხალხის ძალის" კანონპროექტს - დაუშვილი

პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილის ,,ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს "ხალხის" ძალის" კანონპროექტს, რომელიც მიზანად ენჯეობის და მედიასაშუალებების გაკონტროლებას ისახავს.

დაუშვილი ამბობს, რომ "ოცნება" ნაცვლად იმისა, რომ ებრძოდეს რუსეთს აგენტებს, ებრძვის ქვეყნებს, რომლებიც ჩვენი მეგობრები არიან.

მხარს არ დავუჭერთ ამ კანონპროექტს და მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის ,,ქართულ ოცნებას", რომ მხარი არ დაუჭიროს ამ კანონპროექტს. უნდა გვესმოდეს, ასეთი კანონპროექტის მიღება დღეს არანაირი პრაქტიკული საჭიროებით და არანაირი პრაქტიკული ინტერეით არ არის გამოწვეული, არამედ გამოწვეულია იმ ინტერესით, რომ ხელისუფლებამ ძალაუფლება შეინარეჩუნოს. ნაცვლად იმისა, რომ ებრძოდეს რუსეთს აგენტებს, ვინც რეალურ საფრთხეს უქმნის ქვეყანასა ადა ქვეყნის უსაფრთხოებას, ამის ნაცვლად სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ებრძვიან ქვეყნებს, რომლებიც ჩვენი მეგობრები არიან, რაც სამწუხაროა", - ამბობს დაუშვილი.

კანონპროექტს, უცხოური გავლენების აგენტების შესახებ კენჭს, სავარაუდოდ, ივნისამდე უყრიან. ახლა რამდენიმე თვე არის დარჩენილიი საიმისოდ, რომ საშიში აღნიშნული კანონის მიღება "ქართული ოცნების" რიგებიდან ფორმალურად წამოსულ დეპუტატებს გადააფიქრებინონ. თუმცა, სავარაუდოდ, ეს რთული იქნება რადგან დეპუტატებს მხარს უჭერენ უმრავლესობაში. ამას ემატება ციხით მუქარა და კანონის კიდევ უფრო გამკაცრების პირობა. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა შალვა პაპუაშვილმა ფაქტობრივად დაანონსა, რომ კანონის მთელ სიმძიმეს საკუთარ თავზე აქტივისტები გამოცდიან.

მსგავსი სიახლეები