"ოცნება" ერთი-ერთში ასრულებს რუსეთის დავალებას - ლევან სამუშია ,,ხალხის ძალის" ახალ კანონპროექტზე

18.02.23 13:53
"ოცნება" ერთი-ერთში ასრულებს რუსეთის დავალებას - ლევან სამუშია ,,ხალხის ძალის" ახალ კანონპროექტზე

"ლელოს" წევრი ლევან სამუშიას განცხადებით, ,,ხალხის ძალის" ახალი კანონპროექტი, რომელიც მიზანად ენჯეობისა და მედიასაშუალებების გაკონტროლებას ისახავს, არის დასავლელი პარტნიორებისა და ქვეყნის დასავლური მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. 

სამუშიას თქმით, ეს არის რუსეთის დავალება, რომელსაც "ოცნება" ერთი-ერთში ასრულებს.

საქართველოში, სამწუხაროდ, დღეს არის ხელისუფლება, რომელიც თავიდან ბოლომდე კონტროლდება პუტინისა და რუსეთის ხელისუფლების მხრიდან და აქედან გამომდინარე, ისინი იღებენ დავალებებს და ერთი-ერთში ასრულებენ რუსულ დავალებას. ეს არის პირდაპირ ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ქვეყნის დასავლური მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ყოველივე ეს ემსახურება იმას, რომ საზოგადოებაში მაქსიმალურად დათესონ მიუღებლობა დასავლელი პარტნიორების, - ლევან სამუშია

კანონპროექტს, უცხოური გავლენების აგენტების შესახებ კენჭს, სავარაუდოდ, ივნისამდე უყრიან. რამდენიმე თვეა დარჩენილი საიმისოდ, რომ აღნიშნული კანონის მიღება "ქართული ოცნების" რიგებიდან ფორმალურად წამოსულ დეპუტატებს გადააფიქრებინონ. ამ ყველაფერს ემატება ციხით მუქარა და კანონის კიდევ უფრო გამკაცრების პირობა. ყველაფერი იმ ფონზე, როცა შალვა პაპუაშვილმა ფაქტობრივად დაანონსა, რომ კანონის მთელ სიმძიმეს საკუთარ თავზე აქტივისტები გამოცდიან.  

მსგავსი სიახლეები