დაბადების დღეს ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს, უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედს - მდინარაძე

18.02.23 14:12
დაბადების დღეს ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს, უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედს - მდინარაძე

„ქართული ოცნების“ ლიდერი, მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

მდინარაძის თქმით, ივანიშვილი უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედი და მეცენატია.

„დაბადების დღეს ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს, თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს, უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედს და მეცენატს, ძალიან მაგარ ქართველ კაცს, გამორჩეულს განსაკუთრებული გონიერებით, შორსმჭვრეტელობით და თავისი სამშობლოს მიმართ წარმოუდგენელი თავგანწირვით!“ - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ბიზნესმენი და მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი 67 წლის გახდა.

მსგავსი სიახლეები